Terms And Conditions

1. შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BURUSPORTS-ის ონლაინ მაღაზიაში ("კომპანია", "ჩვენს", "ჩვენი", "ჩვენ")!
აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები ("პირობები", "მომსახურების პირობები") არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე-https://burusports.ge/ (ერთად ან ცალკე "სერვისი"), რომელსაც ოპერირებს  BURUSPORTS-ის მიერ.
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად.
ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას (”შეთანხმებები”). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.
თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე [email protected] იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.
 
2. კომუნიკაცია
ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე   [email protected] გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.
 
3. შეძენა/ყიდვა
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით (”შესყიდვა”), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.
თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.
გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.